სოფელ ხოჯორნში, გიულბაღსა და ცოფში, სოფლის კრება ჩატარდა
23 თებერვალს სოფელ ხოჯორნში, გიულბაღსა და ცოფში , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. ადგილობრივებმა სოფლებშიში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

შეხვედრა ხოჯორნიის სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო და მოსახლეობამ საბავშვო სკვერის მოწყობას დაუჭირა მხარი.

სოფელ გიულბაღში გზების მოხრეშვა გადაწყდა.

ცოფში კი შიდა გზების მოასფალტება გადაწყვიტეს.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები