სოფელ ქუთლიარში, ბაიდარში და დიდ მუღანლოშ მოსახელობამ გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების ჩატარება გრძელდება. შეხვედრები გაიმართა ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულში შემევალ სოფლებში - ქუთლიარში, ბაიდარსა და დიდ მუღანლოში. პირველი შეხვედრა.

დღეს, 23 თებერვალს, სოფელ ბაიდარში გაიმართა. მოსახლეობამ პრობლემებას ქუჩს განათება, შიდა გზები, საბავშვო ბაღის არ არსებობა დაასახელეს. საბოლლოდ კი მოსახლეობამ პრიორიტეტად ქუჩის განათებას დუჭირა მხარი.

მომდევნო შეხვედრა სოფელ ქუთლიარში ჩატარდა. შეხვედრაზე მოსახლეობა აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

მოსახლეობამ სასმელ წყალზე, შიდა გზების ცუდ მდგომარეობაზე, სარწყავი წყლის ტუმბოს გაფუჭებაზე, საბავშვო ბაღის არსებობაზე ისაუბრა. აღნიშნეს, რომ მსგავსი პრობლემები მათ ძალიან აწუხებთ და თვითმმართველობას მათი მოგვარება სთხოვეს.

მერიის წარმომადგენლებმა შემოთავაზებები მოისმინეს და განაცხადეს, რომ მოსახლეობის პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. შეხვედრაზე მერიის წარმომადგენებმა მოსახლეობას ქუჩის განათების მოწყობა შესთავაზეს, რასაც ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს. ქუთლიარის მაცხოვრებლებმა ქუჩის განათების მოწყობას მხარი გასულ წელსაც დაუჭირეს.

დღეს კიდევ ერთი შეხვედრა დიდ მუღანლოში გაიმართა. სადავ მოსახლეობამ ასევე გარე განათების მოწყიბას დაუჭირეა მხარი.

მერიის წარმომადგენლებმა რადიო "მარნეულს" აცნობეს რომ სამივე სოფელში ჩატარებული კრების ლეგიტიმირებისთვის საკმარისი რაოდენბის ხელმოწერები შეაგროვეს.

ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თამხა შემდეგნაირად გადანაწილდა:
  • სოფელი ქუთლიარი - 20 000 ლარი
  • სოფელი ბაიდარი - 16 000 ლარი
  • სოფელი დიდი მუღანლო- 20 000 ლარი
აღსანიშნავია რომ პრიორიტეტბის შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები 13 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვალს დასრულდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები