მარნეულში ავარიის შედეგად N1 მარშუტკის მძღოლი გარდაიცვალა
დღეს, 6 მარტს, მარნეულში ავარიის შედეგად N1 მარშუტკის მძღოლი
გარდაიცვალა.
შემთხვევა ცენტრალურ მოედანზე, პოლიციის მიმდებარედ მოხდა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
რადიო მარნეული დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.