მარნეულის საკრებულოს შენობისათვის ასაშენებლად ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ასაშენებლად ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა. პირველ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, ხოლო მეორე ტენდერში ერთადერთი მსურველი შპს "მშენ-სერვისი" იყო, რომელსაც დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს.

მესამედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ამავე კომპანიამ, "მშენ-სერვისმა" მიიღო, რომელსაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია კვლავ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭა.

მერია საკრებულოს შენობის აშენებას კვლავ უცვლელი თანხით, 2 156 344 ლარად გეგმავს. შენობის აშენების თანხა ადგილობრივი ბიუჯეტით, 2024 წელს 50%-ით ხოლო, 2025 წელს ასევე 50%-ით დაფინანსდება.

მეოთხე ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 10-15 აპრილის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 720 კალენდარულ დღეში განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ საკრებულოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შემუშავებაში 72 000 ლარი დახარჯა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები