თამარისში მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 1 000 000 ლარად იგეგმება. მარნეულის მერიამ სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 29 მარტს გამოაცხადა. თამარისის გზის საპროექტო დოკუმენტაცია შპს "ლ დიზაინ გრუპმა" შეადგინა. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება ტრასის აღდგენა და დამაგრება, ასფალტობეტონის საფარის და საგზაო ნიშნების მოწყობა.

"საპროექტო მონაკვეთზე არსებული საფარი ასფალტობეტონიდაა, არსებულ გზაზე შეიმჩნევა ბზარები, ორმოები და გარკვეულ ლოკაციებზე ჯდენებ. დამკვეთის მოთხოვნისა და ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით გზებზე ეწყობა კაპიტალური ტიპის საგზაო სამომის ორფენიანი კონსტრუქცია. დამკვეთის მოთხოვნით რეაბილიტაციას ექვემდებარება სავალი ნაწილი, ადგილობრივი მიერთებები და გზის გადამკვეთი წყალგამტარი მილები. მნიშვნელოვანია ასფალტის საფარის მოწყობამდე უზრუნველყოფილი იქნას წყლის (ნალექის) აცილების ღონისძიება იმგვარად, რომ არ მოხდეს წყლის სავალ ნაწილზე შეტბორვები. არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციის ქსელის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობის დროს ადგილზე გამოძახებული უნდა იქნას მიმდებარე და არსებული კომუნიკაციების მფლობელი ორგანიზაციების წარმომადგენლები"

თამარისის გზის მილიონიანი ტენდირს თანხის 69.9%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი, 31.1%-ს კი, ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 14-19 აპრილის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნებას მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები