ხის ფიცრებით შეკეთებული მუნიციპალური ავტობუსი
ჩავარდნილი იატაკის დასაფარად დაგებული ხის ფილები ვინმეს სახლში რომ დაგხვდეთ სავარაუდოდ არ გაგიგკვირდებათ, მაგრამ გაგიკვირდებათ თუ ასეთ სურათს მუნიციპალურ ტრანსპორტში ნახავთ.

მაკა მენთეშაშვილი წერეთლიდან თაქალოში ყოველდღე დადის. ის თაქალოს სკოლის ქართული ენის მასწავლებელია. მაკა სოციალური ქსელით ავრცელებს სურათებს, სადაც მარნეული-წითელი ხიდის სამარშუტო ხაზის ავტობუსია გამოსახული.




მაკა მენთეშაშვილი ფეისბუქ გვერდზე იმასაც აღნიშნავს, რომ მარნეული-წითელი ხიდის ავტობუსი ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ დადის.

აღსანიშნავია, რომ წითელ ხიდზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მდებარეობს. ბიუჯეტურ ტურისტებს კი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ იატაკზე ფიცარგაკრული ავტობუსით მოუწევთ მარნულში ჩამოსვლა.

ფიცრებთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტი რკინის ნაჭრებითაც არის "დაკერილი".

მუნიციპალური ავტობუსი. სურათი: მაკა მენთეშაშვილი


რადიო "მარნეული


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები