თაზაქენდის მკვიდრი, აზერ მეჰდიევი ოპოზიციური შეხედულებების გამო, მუნიციპალიტეტის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
"შეიძლება
ხელისუფლებამ არ იცის, რომ ის პირი მოვიდა აქ, ან შეიძლება თვითონ
გამოაგზავნეს მუქარის მიზნით. ადამიანი მოვიდა , მესაუბრა და რჩევები
მომცა, მეც შევეპასუხე. მან თქვა, რომ თქვენი გადასაწყვეტიაო. მე
მომმართეს და მკითხეს პარტიის შესახებ თუ რატომ ვუჭერ მხარს. ეს ჯერ
შეთავაზება იყო. ზეწოლა - ეს არ არის მუქარა. შეიძლება შემდგომში ასეც
მოხდეს, არ ვიცი. თუ ჩვენ სხვა პრტიას მივეცით ხმა, ეს ჩვენი შეცდომა
არ არის, მათი შეცდომაა. მათ დანაპირები არ შეასრულეს, არანაირი საქმე
არ გაკეთდა და იმიტომაც არ ვაძლევთ ხმას."- ამბობს
მეჰდიევი
აზადი ამბობს, რომ ზეწოლის და კრიტიკის
არ ეშინია, როგორც წლების განმავლობაში ახლაც გააგრძელებს იმ პარტიის
მხარდაჭერას, ვისიც სჯერა.