რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

წყარო: ipn.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები