თურქეთი საქართველოს მთავრობას სამხედრო მიზნებისთვის 5 500 000
ლირა(დაახლ. $1 350 000) გამოუყო.
შესაბამის შეთანხმებას ხელი 2017 წლის ბოლოს მოეწერა, ბიუროს სხდომაზე
კი 18 აპრილს განიხილეს.
დოკუმენტის მიხედვით, ახლახან გამოყოფილი თანხის ნაწილი – 4 500 000
ლირა და მანამდე სამხედრო გრანტის შესაბამისად გამოყოფილი, თუმცა
გამოუყენებელი $3 883 382 ქართულმა მხარემ თურქული სამრეწველო
კომპანიებისგან სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების
შესასყიდად უნდა გამოიყენოს: კერძოდ, საუბარია სამხედრო საინჟინრო
სკოლის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და საინჟინრო ბრიგადის პროექტის
გამუჯობესებაზე. დანარჩენი 1 000 000 ლირა კი მარნეულის აეროპორტის
მოდერნიზაციას მოხმარდება.
5-წლიანი შეთანხმების დოკუმენტი თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის
სამინისტროებს შორის გაფორმდა. საქართველოს მხრიდან მას ხელს თურქეთში
საქართველოს თავდაცვის ატაშე ალექსანდრე ქუთათელაძე აწერს, თუქეთის
მხრიდან კი- ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის გენერალური
დირექტორის მოადგილე იუჯელ ქელეში.