მიხეილ ჯანელიძე - ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელია, რადგანაც ის სარგებლობს დიდი ნდობით როგორც საზოგადოებაში, ასევე პარტიის შიგნით
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში მისასალმებელია, რადგანაც ის სარგებლობს ძალიან დიდი ნდობით, როგორც საზოგადოებაში, ასევე პარტიის შიგნით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"მე დარწმუნებული ვარ, პარტიის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემთხვევაში, ეს მოემსახურება პარტიის გაძლიერებას და ზოგადად პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გაძლიერებას ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ეს ფაქტი ძალიან კარგია", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჯანელიძის თქმით, მან არ იცის, განიხილება თუ არა ივანიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. "მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია",- დასძინა ჯანელიძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები