შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის
სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში,
დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში
გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტმენტს ხელმძღვანელობდა. 2013
წლიდან 2016 წლამდე ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის
თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი
იყო, ხოლო 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად
მუშაობდა. 2007 - 2009 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის
საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად
მუშაობდა, ხოლო 2006 წლიდან 2007 წლამდე მცხეთის რაიონული
პროკურატურის პროკურორი იყო.