სახელმწიფო მოძალადე აღარ არის, მაგრამ სამწუხაროდ ინსტიტუტები შევასუსტეთ – პრეზიდენტი
“დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ იქნა მიღწეული. 6 წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა , სახელმწიფო აღარ არის მოძალადე, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენ სამწუხაროდ ინსტიტუტები შევასუსტეთ და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 6 წელი შეაფასა და ხაზი მიღწევებსა და გამოწვევებს, ასევე პრობლემებს გაუსვა.

“ჩვენ შევედაით იმ რეალობაში, რომელშიც ვინც პოლიტიკაში ყოფილხართ, გახსოვთ, სხვა პოლიტიკური პარტიებიც შედიოდნენ: მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა. როდესაც ხელისუფლების იმხელა კონცენტრაცია ხდება, რომ ის უკვე საშიშია დემოკრატიისათვის, მმართველი პარტიისთვის. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ კიდევ ერთხელ დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდეთ. დემოკრატია და ხლეისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც მე თქვენ მოგახსენებდით. საქართველოს ისტორიის მაგალითები ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ”, – თქვა პრეზიდენტმა.

წყარო:ნეტგაზეთი




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები