მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას – ზურაბიშვილი ბიჭვინთაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემი შეთანხმების რატიფიცირებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები