სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შესული მოსაკრებლის მოცულობა წელსაც
გაიზარდა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში სექტორმა 2.4 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა,
რაც 29.1%-იანი ზრდაა.
უფრო კონკრეტულად, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში
(კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში,
აზარტული თამაშებიდან მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში 2 421 570 ლარი
შევიდა, 2023 წლის ორ თვეში კი 1 874 465 ლარი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში
სათამაშო აპარატებიდან 710 473 ლარი შევიდა; წამახალისებელი
გათამაშებიდან – 734 798 ლარი; სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო
ბიზნესის მოსაკრებლიდან – 976 290 ლარი; კლუბის მაგიდიდან – 134 770
ლარი; სამორინეს მაგიდიდან – 837 950 ლარი, სხვა დანარჩენი
არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან კი 3 561
ლარი.
ამასთან, სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის
გამო, ბიზნესმა სანქციების სახით, წელს ორ თვეში 24 700 ლარი
გადაიხადა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 15 000 ლარი.