რეკორდული 32 მლნ ლარი ღონისძიებების ორგანიზებაზე - ვინ დახარჯა ყველაზე მეტი
გასულ წელს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობითმა ხარჯმა რეკორდული -32 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულს მოწმობს აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემები.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 32 060 286 ლარი შეადგინა, რაც 2014 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 26 061 782 ლარი იყო.

ბიუჯეტის მონიტორზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების მიერ, 2023 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ:
  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 6 405 873 ლარი;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1 834 005 ლარი;
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 4 807 041 ლარი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 127 126 ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო - 300 905 ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 3 070 039 ლარი;
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 121 524 ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 371 763 ლარი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 431 718 ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2 225 291 ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო - 4 276 441 ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 886 476 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 3 052 223 ლარი;
  • განათლების, მეცნიერების სამინისტრო - 807 138 ლარი;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 350 755 ლარი.
ცნობისთვის, წარმომადგენლობითი ხარჯი ანუ პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, მოიცავს: გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) პროტოკოლით გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; სუვენირების შეძენის ხარჯებს; სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, (მათ შორის:საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება) ხარჯებს; აეროპორტში დახვედრისა და გაცილების ხარჯებს; სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; სასტუმრო მომსახურების ხარჯებს; პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების ხარჯებს).

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები