თბილისში სპექტაკლის „ძვირფასო, მომკალი“ ჩვენება გაიმართება
თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯაული დრამატიული თეატრის მიერ მომზადებული სპექტაკლის „ძვირფასო, მომკალი“ პრემიერა გაიმართება. პრემიერა 18 ივნისს 19:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის პატარა სცენაზე გაიმართება. ინფორმაციას თეატრის თავმჯდომარე თურგაი ველიზადე რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, სპექტაკლში თელმან ისფაჰანლი, ლეილა კასუმოვა და აიდა თაგიევა ითამაშებენ.

სპექტაკლი თურქი მწერალის ნესინის პიესის „ძვირფასო, მომკალი“ მიხედვითაა მომზადებული და კომედიის ჟანრისაა.

სპექტაკლის სამხატვრო და მუსიკალური რეჟისროი გიორგი აფხაზავაა. სპექტაკლის მხატვარი კი ნინო კიტიაა.

ბილეთის ფასი 10 ლარია და ბილეთების შეძენა საიტზე biletebi.ge არის შესაძლებელი: biletebi.ge

სპექტაკლის გამართვის მისამართია: მარჯანიშვილის თეატრი, მარჯანიშვილის ქუჩა 8, თბილისი, საქართველო

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები