თეატრი ერა ახალი სპექტაკლის „ჩემი შინაგანი საპყრობილე“ პრემიისათვის ემზადება
დიდი პაუზის შემგდე თატრი ერა ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლის „ჩემი შინაგანი საპყრობილე“ პრემიერა 17 სექტემბერს 15:30 საათზე, თბილისში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ანარ რაფიგოღლუა. ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სპექტაკლი ფსიქოლოგიური დრამის ჟანრია.

„სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ჯერაც არ იღებენ სერიოზულად ფსიქოლოგიურ დაავადებებს. თუ ამას სერიოზულად არ მივიღებთ როგორ მძიმე და საშიშ შედეგებამდე შეგვიძლია მისვლა ამას ვაჩვენებთ სპექტაკლში. სპექტაკლს ამ წლის განმავლობაში ვამზადებდით და 17 სექტემბერს პირველად წარვადგენთ. ჩვენი ბოლო სპექტაკლი შარშან 17 სექტემბერს გაიმართა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ვბრუნდებით სცენაზე. აღსანიშნავია რომ სპექტაკლის დაწყების დროს 15:30 საათი იმიტომ განვსაზღვრეთ, რომ რეგიოებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა სახლში დაბრუნება ადვილად შეძლონ“.

რეჟისორის თქმით, სპექტაკლის მომზადება ძალიან რთული იყო, რადგან სპექტაკლისათვის სახლში და პარკებში ემზადებოდნენ.

„ჩვენ სივრცე არ გვაქვს ამიტომ სახლის პირობებში, ხანდახან პარკში გავდიოდით მზადებას, რა თქმა უნდა ძალიან რთულია. ქვეყანაში ერთადერთი, მსოფლიოში კი იშვიათი თეატრებიდან ერთ-ერთი ვართ რომელიც ასეთ მდგომარეობაში ვამზადებთ სპექტაკლს. ყველაფრის მიუხედავად ჩვენი საქმე გვიყვარს. ჩვენ ხალხის თეატრადაც ზუსტად ამან გადაქვაქცია. ეს პაუზა ჩვენი სურვილი არ იყო და არც ჩვენზე იყო დამოკიდებული. შეგახსენებთ რომ თეატრი ერა წელზე მეტია სივრცის გარეშეა დარჩენილი. ამის მიუხედავად გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე მეორე პრემიერისთვის ვემზადებით“.

ანარ რაფიგოღლუს თქმით, ბილეთები უკვე გაყიდვაშია და შეზღუდული რაოდენობა დარჩა.

„ბილეთების შესაძენად და ინფორმაციის მისაღებად ნომერზე 557 31 35 01 დაუკავშირდნენ. სპექტაკლის ფინანსური მხარდაჭერა კომპანია „მეტა გრუოპისგან“ აქვს“.

სპექტაკლში თამაშობენ ელნურ ველიზადე, ალი ილგაროღლუ, გულ ჯაფაროვა, მარიამ ალიევა და იდრის ელნუროღლუ.
აღსანშნავია რომ თეატრი ერას ბოლო სპექტაკლი 2022 წლის 17 სექტემბერს გამართა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები