მარნეულელმა მომღერალმა შაბან მამედოვმა „წლის ვარსკვლავის“ ჯილდო მიიღო
მარნეულელი მომღერალი შაბან მამედოვი „წლის ვარსკვლავის“ ჯილდოთი დაჯილდოვდა. „წლის წარმატებული ადამიანების“ დაჯილდოვების ცერემონია 29 დეკემბერს თბილისში სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა.

ახალგაზრდა მომღერალი რადიო მარნულთან საუბრისას აცხადებს რომ დაჯილდოვების ცერემონია გვირილას აკადემიის ხელმძღანელის ერნა წიფურიას მიერ ჩატარდა.

„ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრზე მონაწილეობისას ქალბტონი ერნა და მთელი აკადემიის პერსონალი იქ იყო. ისინი ჩეხეთში გავიცანი. იქ ჩემი გამოსვლა, ასევე მუსიკის სფეროში გაკეთებული საქმიანობა გაითვალიწსინეს და ჩემი დაჯილდოვება გადაწყვიტეს. დღეს წლის ვარსკვლავის ჯილდო მომცეს. ჯილდოსთვის და მხარდაჭერისთვის ქალბატონ ერნას, აკადემიის პერსონალს ვუხდი მადლობას“.

მამედოვმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ მას საჩუქრები გადასცეს.

„საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი ბატონი ელდარ ბაირამოვმა საჩუქრები გადმომცეს. საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ბატონი ფაიგ გულიევის ხელმძღვანელობით, სალჩოს პერსონალს მადლობას ვუხდი“.

აღსანიშნავია, რომ „მარნეულის კულტურის სახლის“ სოლისტი შაბან მამედოვს დღემდე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები