ორსული ქალი გარდაიცვალა
თელავში, სოფელ ვანთაში, ახალგაზრდა ქალი, რომელიც 21 კვირის ორსული იყო გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალს, რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები ჰქონდა. სავარაუდოდ მისი გარდაცვალების მიზეზი ვირუსული ინფექცია გახდა.

ცხედარს ექსპერტიზა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექპერტიზის, გურჯაანის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: inforustavi.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər