საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

როგორც მილი მეჯლისის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, ქართველ და აზერბაიჯანელ ერებს საერთო კულტურული ღირებულებები აქვთ, საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ქვეყნებს შორის ურთიერთობა სწორედ ამ მყარ საფუძველს ეფუძნება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა გვქონდა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რეგიონში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებს, მათ შორის „შუა დერეფნის“ განვითარებას და მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. მხარეები შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც ორი ქვეყნის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, პარლამენტის წევრები – ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა და გიორგი ხახუბია.

შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər