მარნეულელი გიორგი ხვიბლიანი ,,FLEX”-ის  პროგრამით სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრება
ქალაქ მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლის 12-ე კლასის მოსწავლე, გიორგი ხვიბლიანი, ,,FLEX"-ის  მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით, ამერიკაში მიემგზავრება. როგორც  გიორგი რადიო ,,მარნეულთან" ყვება ბევრი რთული პროცედურა გაიარა, რაც თვეები გაგრძელდა და  დიდი კონკურენციის გამო, გამარჯვების მოლოდინი ნაკლებად ჰქონდა.


,,გამარჯვების სურვილი მქონდა, იყო 4 000 მონაწილე და 70 შეირჩა. გამარჯვება ძალიან გამიხარდა უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა. რამოდენიმე ეტაპი უნდა გადამელახა, იყო აპლიკაციის შევსება, ფორმალური მხარეები, ესეები დასაწერი, ასევე ტესტები. ფინალამდე ასე მივედი. მივემგზავრები აგვისტოში. იქ არამხოლოდ განათლების მიღება, არამედ იმ ადამიანების გაცნობა და კომუნიკაცია იქნება ჩემთვის კარგი ვინც დამხვდება. ასევე სწავლის დონეც შედარებით მაღალი იქნება და ვფიქრობ ამ პერიოდში ბევრ ცოდნას და გამოცდილებას მივიღებ".- თქვა გიორგიმ


მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი, ლელა ხარშილაძე,  ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულება არის ,,FLEX"- ის მეგობარი სკოლა და წინა წლების განმავლობაში, აღნიშნული პროგრამით,  ოთხი მოსწავლე იმყოფებოდა ამერიკაში.


,, რეგიონალური ტური ჩვენთან ტარდება ხოლმე, საქართველოს  რვა სკოლას შორის, ერთ- ერთი ჩვენ ვართ. ჩვენი სკოლიდან, ოთხი მოსწავლე, უკვე იყო წასული აღნიშნული პროგრამით და გიორგი არის მეხუთე მოსწავლე.  ძალიან კარგი ბიჭია, კარგი მოსწავლეა და გვასახელებს იქ".- თქვა სკოლის დირექტორმა


წლებია მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ,,FLEX", საქართველოში მცხოვრებ უფროსკლასელებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკელი ხალხის ოჯახებში. პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს და ადმინისტრირებას უწევს, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

რადიო ,,მარნეული"
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər