სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის შესახებ მარნეულში დისკუსია გაიმართა
15 მარტს, მარნეულში პროექტი "სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC) ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია - ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევები სამართალდამცავი ორგანოებსა და სასამართლო სისტემაში.

როგორც სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, რაშან ზიადალიევი ამბობს, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირებულობის დონე,
მათ შორის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და სამართალდამცავი ორგანოებთან კომუნიკაციის კუთხით, რაც გამოწვეულია, როგორც ენობრივი ბარიერით, სახელმწიფო ინსტიტუტებში არსებული სხვადასხვა გამოწვევებით.

“შეხვედრის მთავარი მიზანი იყო რეგიონში არსებული მთავარი პრობლემის მდგომარეობის გაანალიზება. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობები რა პრობლემების წინაშე დგანან სასამართლოსა და პოლიციელებთან კომუნიკაციის დროს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს, ასევე არაინფორმირებულობა. ამ დისკუსიის შედეგად მოვამზადეთ მცირე დოკუმენტს, ჩვენს მოსაზრებებს და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გავითვალისწინებთ, რომ პრობლემების ადვოკატირება უფრო ეფექტურად განვახორციელოთ“ - ამბობს რაშან ზიადალიევი.

საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები.

საჯარო დისკუსია ჩატარდა პროექტი "სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში" ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "უფლებების დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში მიღებული გრანტით.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər