ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებასთან დაკავშირებით მარნეულის მერიის მიმდებარედ ქუჩა გადაიკეტება
ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებასთან დაკავშირებით მარნულში მერიის მიმდებარედ ქუჩა გადაიკეტება. ინფორმაცის ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და წერს, რომ მერიის შენობის მიმდებარედ რუსთაველის ქუჩას დღეს, 20 მარტს, 19:00 საათიდან გადაკეტავენ. სამანქანო მოძრაობა 21 მარტს 23:00 სააღზე აღდგება.


ნოვრუზ ბაირამისათვის მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში 21 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.

დღის წესრიგი:

  • 12:00 სთ - თეატრალიზებული წარმოდგენები: მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე, გოგონა გაზაფხულის
    შემობრძანება ეტლით, „წყლის სამშაბათი“, „ქარის სამშაბათი“, „მიწის სამშაბათი“, „ცეცხლის სამშაბათი“;
  • 12:40 სთ - ტრადიციულად აინთება ცეცხლი, ნოვრუზ ბაირამის ერთ-ერთი სიმბოლო;
  • 13:00 სთ - თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენა: განასახიერებენ ნოვრუზის სიმბოლოდ აღიარებულ გმირებს გოგონა გაზაფხულს (ბაჰარ გიზი), ქოსას, ქეჩალის და დედეგორგუთს.
  • ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ, წარმოდგენილი იქნება: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება.
  • სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართება სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში.
  • საკონცერტო პროგრამა
  • 13:00 სთ - თინა ნარგილე და ადგილობრივი შემსრულებლები
  • 13:45 სთ - დუეტი ლეონი
  • 14:15 სთ - მოწვეული მომღერალი ვეფა შერიფოვა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər