გიორგი მიქაუტაძე: ესპანეთმა გვაჯობა - ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

"ესპანეთმა გვაჯობა. ჩემი აზრით, ეს ევრო 2024-ზე საუკეთესო გუნდია.
როდესაც სისწრაფეების მომატება გადაწყვიტეს, გაგვიჭირდა, გმირობების ჩადენა გვჭირდებოდა.

რთული იყო, მაგრამ იმით კმაყოფილი ვართ, რაც ვაჩვენეთ. ტურნირზე ჩვენი ასპარეზობით შეგვიძლია ვიამაყოთ",
- განაცხადა მიქაუტაძემ beIN Sports-ის ეთერში.

წყარო: sportall.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər