მოსამართლემ ადვოკატებს გადასცა განაჩენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი მოამზადა და გრიგორიადისის ადვოკატებს გადასცა. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება გრიგორიადისის ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი, ისინი ამ დოკუმენტით უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიდიან, რათა გადასცენ მას შეწყალების აქტის გამოსაცემად.

გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება 12 აპრილს გამოაცხადა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის გრიგორიადისს შეიწყალებდა.

პრეზიდენტი შეწყალების აქტს ვერ გამოსცემდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო - მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის მოსამზადებლად და მხარეებისთვის გადასაცემად მაქსიმალური ვადა, 14 დღე აიღო.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər