მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის
გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)" - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

წყარო: ტაბულა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər