მარნეულის მერიასა და საკრებულოს პიარებს ახალ ფოტოკამერებს უყიდიან
მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიასა და საკრებულოს პიარის განყოფილებებისათვის ფოტოაპარატებს შეიძენს. მარნეულის მერია ტექნიკისა და სხვადასხვა აქსესუარის ყიდვას 51 000 ლარად გეგმავს.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, მერიის პიარისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სამი ცალი ფოტოაპარატის ყიდვა, ფოტოაპარატის ლინზების, ელემენტების, მეხსიერების ბარათების, ჩანთის, განათებების და პრინტერის შესყიდვა.

მარნეულის საკრებულოს პიარს ერთ ფოტოაპარატს, აპარატის ლინზას, ელემენტებს, მეხსიერების ბარათებს, ფოტო აპარატის
ჩანთას, განათებებს, მიკროფონის ღრუბელებსა და პრინტერს უყიდიან.

51 000 ლარიან ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 27-29 აპრილის პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას ტექნიკა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 დღეში მიაწოდოს.

თანხის 100%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. მაშინ ზაურ დარგალმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია.

კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.

კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər