მარნეულის მერია ერთი პროექტორის შესყიდვას 5 720 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ახალ პროექტორს შეიძენს. მარნეულის მერიამ პროექტორის შესაძენად 5 720 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

მერიის ტენდერის მიხედვით, პროექტორი კედელთან მისადგამი, ეგრედწოდებული ამონათების ფუნქციით უნდა იყოს. უნდა გააჩნდეს HDR მხარდაჭერა და დისტანციური მართვის სისტემა.

მარნეულის მერიამ პროექტორის შესაძენად ტენდერი 15 მაისს გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება პროექტორი მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული
დღის განმავლობაში მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია ასევე აპირებს მერიისა და საკრებულოს პიარის განყოფილებებისათვსი ფოტო-ვიდეო კამერებისა და მათი აქსესუარების შესყიდვასაც. ფოტო-ვიდეო კამერების შესყიდვის ტენდერში ერთმა კომპანიამ შპს ვიდეოსკოპმა მიიღო მონაწილეობა და მერიას ტექნიკის შესყიდვა 48 855 ლარად შესთავაზა. ამ ეტაპზე მერიასა და შპს ვიდეოსკოპს შორის ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər