Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების” ვებსაიტები.

საიტები უკვე რამდენიმე საათია, გამორთულია.

Anonymous-ის განცხადებაში წერია:

„ანომიმუსმა” წაშალა საქართველოს მმართველი პარტიის (http://gd.ge) და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიის POSTV (http://postv.media) ვებგვერდები.

საქართველოს რუსეთის მიერ მართულ მარიონეტულ ხელისუფლებას: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ უგულებელყავით ჩვენი მოხოვნა, შეგეწყვიტათ პოლიციური სისასტიკე
დემონსტრანტების წინააღდმდეგ და განაგრძეთ მათზე ძალადობა, შევიწროება და დაზიანება. თქვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ არაადამიანური საქციელისთვის ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ რესურსის დაზიანებას და გამორთვას.

ეს არ არის მუქარა, ეს პირობაა. სანამ სამართალი არ იზეიმებს, მას ჰაკერული თავდასხმები და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზეზი გაამართლებს თავდასხმას თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე.

გახსოვდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება”.


Anonymous-მა გაფრთხილება გუშინ გამოაქვეყნა. ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ძალადობივ დარბევას გამოეხმაურნენ. მათ აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ არ არიან მარტო. ასევე თქვეს, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევდა სამთავრობო უწყებების შესახებ ინფორმაციების გავრცელებას.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər