გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის
დღის ბოლომდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის
გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის
დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)" - წერია
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.