მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 273
745 აქტიური ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამათგან ყველზე მეტი
ბიზნესი, თბილისში ფუნქციონირებს, კერძოდ, თითქმის 44%, შემდეგია
იმერეთი 12%-ით და აჭარა 11,1%-ით.
უფრო კონკრეტულად, თბილისში ჯამში 120 360 აქტიური ბიზნეს სუბიექტია
დარეგისტრირებული, იმერეთში 31 571, ხოლო, აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში - 30 443.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს,
ბიზნეს აქტივობის კუთხით, რეგისტრირებულ
სუბიექტთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
- ქვემო ქართლი - 19 609 (7,2%)
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 18 273 (7%)
- კახეთი - 15 389 (6%)
- შიდა ქართლი - 12 461 (5%)
- სამცხე-ჯავახეთი - 10 738 (4%)
- გურია - 6 231 (2,3%)
- მცხეთა-მთიანეთი - 5 870 (2%)
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 717
(1%)
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა - 16
(0,01%)
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ 995 678
ბიზნეს სუბიექტი იყო დარეგისტრირებულ თუმცა, ამათგან აქტიური მხოლოდ
27%-ია.