მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია, არაფერი შეცვლილა - შოლცი
15 მაისს გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტის ვიოლა ამჰერდის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცმა რუსულ კანონზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ როგორც მაშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, კანონი შეცდომად მიაჩნია.

„ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული.
მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა.“

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა 12 აპრილს შედგა, სადაც მედიისთვის ერთობლივი განცხადების დროს შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კვლავ უკან გაიხმობდა რუსულ კანონს.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər