სიახლე
პირველმა არხმა ახალი პროექტის - „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია გამართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ონლაინ რადიო-ტელევიზიის პირველი ეთერი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.

პროექტი ითვალისწინებს:

საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მომზადებას.
ინტერნეტ რადიო-ტელევიზიის 12-საათიან უწყვეტ ეთერს 1tv.ge-ზე.
დოკუმენტური მასალების მომზადებას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ, მათივე ენაზე.
გასართობი და შემეცნებითი გადაცემების მომზადებას, რომლებიც პირველი არხის ეთერში ქართულ ენაზე გავა, ხოლო ვებგვერდზე განთავსდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
აღნიშნული მედიაპროდუქციის ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე 1TV.GE, შესაბამის ენობრივ განყოფილებებში.

დამატებითი ინფორმაცია ბმულზე.


ICON_SEP Print ICON_SEP
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების
შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
14:39 / 11.12.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
14:03 / 11.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6
ავტომობილი დააზიანა.
13:31 / 11.12.2018
თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6 ავტომობილი დააზიანა.
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში -
დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა
უმძიმესია.
13:17 / 11.12.2018
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში - დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა უმძიმესია.
მესაფლავეები, რომლებმაც საფლავის გათხრის დროს
ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ.
12:55 / 11.12.2018
მესაფლავეები, რომლებმაც საფლავის გათხრის დროს ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ.
12:38 / 11.12.2018
"ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა რუსთავის პროკურატურაში გამოკითხეს.
კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
12:35 / 11.12.2018
კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია “ქართული
ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96
წლის ასაკში გარდაიცვალა.
12:10 / 11.12.2018

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.