პური გაძვირდა და დროა, სახლის პირობებში, მისი გამოცხობა გავიხსენოთ
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა .
გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ, რადგან მათი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა.

შესაძლოა პურის გამოცხობა უფრო ეკონომიური სახლის პირობებში გახდეს. ამიტომ გთავაზობთ რეცეპტს: როგორ გამოვაცხოთ გემრიელი და ჰაეროვანი პური მინერალურ წყალზე - მარტივად და სწრაფად.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 500 გ
  • მინერალური წყალი - 300 მლ
  • საფუარი - 5 გ
  • მარილი - 10 გ
  • შაქარი - 1 ჩ.კ.



მომზადება:


ფქვილი გაცერით, დაამატეთ მარილი და შაქარი. დაასხით მინერალური წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი გადაიღეთ ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთით. საფუარი გახსენით 2 ს.კ. წყალში, კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ცომს და მოზილეთ. ცომი ისევ გადაიღეთ ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 1 საათით.

გააკეთეთ ერთი ან რამდენიმე პური და გადაიღეთ ფორმებში, რომლებსაც წინასწარ მოაყარეთ ფქვილი. პურებს ასევე ზემოდან მოაყარეთ ფქვილი. შედგით გამორთულ ღუმელში 1 საათით.

შემდეგ ბასრი დანით გააკეთეთ ჩანაჭრები. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ღუმელის ყველაზე დაბალ თაროზე დადგით ჭიქა ცხელი წყლით. პური გამოაცხეთ 20-30 წუთის განმავლობაში ოქროსფერ ქერქამდე. როცა გამოიღებთ ღუმელიდან, დატოვეთ ფორმაში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და გააგრილეთ ღუმელის ბადეზე.

გემრიელად მიირთვით!
Print Email
Tags: პური
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər