კობახიძის თქმით, ღირსების ორდენზე ფედერაციის ხელმძღვანელობასაც წარადგენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გარდა, ღირსების ორდენზე მთლიანად სამწვრთნელო შტაბსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას წარადგენენ. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა, დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომლებიც გამოძახებული იყო ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს.

ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს“,
– განაცხადა პრემიერმა.

წყარო: პუბლიკა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər