ვიდეო - საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა
13:29 / 14.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან
კოორდინაციით,
გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი
ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე
შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისსა და კახეთის რეგიონში,
დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ.
ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 3 451
კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა- გადაზიდვას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო თამბაქოს
ნაწარმის საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.