დმანისი - ერთადერთი მუნიციპალიტეტი სადაც ოფიციალური საიტი აზერბაიჯენულადაც ფუნქციონირებს
დმანისი ქვემო ქართლში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მუნიციპალური ვებ-გვერდიდან ინფორმაციის მიღება აზერბაიჯანულ ენაზეც შეუძლიათ. საიტს აზერბაიჯანული ენის განყოფილება ორი თვის წინ, დამანსის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით დაემატა. დმანისის მერიის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ მურადაშვილმა რადიო "მარნეულთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ენობრივი ბარიერი მათ მუნიციპალიტეტში დღემდე გამოწვევად რჩება და მოსახლეობის ინფორმირებულობა მათი პრიორიტეტია.

"მოგეხსენებათ, დმანისის მუნიციპალიტეტში ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ჩვენთვის გამოწვევად რჩება ენის ბარიერი და სახელმწიფო ამისთვის ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამიტომ, მერის ინიციატივით, ყველა ინფორმაცია, რაც კი მუნიციპალიტეტში ვრცელდება მთავრობის მხარდაჭერით პროექტები იქნება ეს პროგრამები თუ ზოგადად ყველა სიახლე, ჩვენს ვებ-გვერდზე დადებულიყო აზერბაიჯანულ ენაზეც, რათა ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ასევე დაახლოებით 2 თვეა, რაც დმანისის გაზეთი გამოდის, როგორც ქართულ ენაზე, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე. ნახევარი წელი იქნება, რაც საიტზე მუშაობა დავიწყეთ. მოგეხსენებათ, რომ მასალა საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ ცოტა დროში გაგვეწელა, ეტაპობრივად მივყვებით სრულ თარგმანს, რათა დოკუმენტაციაც იყოს ნათარგმნი და სრულად მიიღონ მათ ენაზე ინფორმაცია. ჩვენ გვინდა, რაც კი მუნიციპალიტეტში ხორციელდება ჩვენს თანამოქალაქეებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ამისთვის"



მარიამ მურადაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დმანისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდს ქართული ენის გარდა, აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მიღების ღილაკი დაემატა, მოქალაქეთა ჩართულობა გაიზარდა.

"განსაკუთრებით აქტიურები არიან სოციალურ ქსელებში და აქტიურობა ამაზეც შეიმჩნევა პოსტებთან დაკავშირებით. აქტივობებს უფრო ნათლად ვხედავთ და ნახვებსაც საიტზე. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას თითოეულ მოსახლესთან. აქტივობა ნამდვილად უკეთესი არის."

დმანისის მსგავსად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებია მარნეული, ბოლნისი, წალკა, თეთრიწყარო და გარდაბანი, თუმცა მუნიციპალურ ვებ-გვერდებზე ინფორმაციის ნახვა ქართულის გარდა, სხვა ენებზე შესაძლებელი არაა.

მარნეულს მუნიციპალიტეტის მერია აზერბაჯანულ ენაზე ინფრმაციას მხოლოდ სოციალურ ქსელში, ფეისბუზე ავრცელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტის განახლება 2016 წლიდან დაიწყო. 2018 წელს, თემურ აბაზოვის მარნეულის მერიად ყოფნის პერიოდში, საიტს აზერბაიჯანული ვერსიის ღილაკიც დაემატა, მაგრამ ის უფუნქციო იყო და რამდენიმე დღეში გაქრა. მარნეულის მერიამ საიტის განახლება წელსაც გადაწყვიტა, ახალ ვებგვერდს გამარტივებული ტენდერით 7 500 ლარად ქმნიან. საიტი ამ ეტაპზე მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება. ხელშეკრულების ტექნიკური დავალების მიხედვით, საიტის დიზაინიში უნდა ფიგურირებდეს მუნიციპალიტეტის ლოგო და დასახელება. ასევე, საიტს უნდა ჰქონდეს ქართულ და ინგლისურ ენებს შორის გადართვის ფუნქციონალის მხარდაჭერა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər