მარნეულის საბავშვო-ვოკალური სტუდია „მზიური“-ს რეპერტუარს გააცოცხლებს
დღეს, 24 აპრილს, მარნეულში საბავშვო-ვოკალური სტუდიის კონცერტი გაიმართება. მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო-ვოკალური სტუდიის აღსაზრდელები ანსამბლ „მზიური“-ს რეპერტუარს შეასრულებენ.

„ღონისძიებას დაესწრებიან, სხვადასხვა თაობის „მზიურელები“ და ცნობილი მუსიკოსები.
კონცერტი მიზნად ისახავს ამ იშვიათი, საბავშვო თუ საყმაწვილო ქართული სიმღერებისადმი მომავალი თაობის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და სამომავლოდ მის უფრო მეტად პოპულარიზაციას ჩვენს მუნიციპალიტეტსა და მთელ საქართველოში“
. - აღნიშნულია მარნეულის კულტურის ცენტრის განცხადებაში

ღონისძიება მარნეულის კულტურის ცენტრში 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება მსურველებისათვის თავისუფალია და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 577 961 872

საბავშვო-ვოკალური სტუდიის ხელმძღვანელი მაია ჯამალაშვილია.

რადიო „მარნეული“


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər