მარნეულის მერის უძრავი ქონება სამი წელია არ შეცვლილა - დეკლარაცია
ბოლო სამი წლის განმავლობაში მარნეულის მერის, კენან ომაროვის ქონებრივ დეკლარაციაში ცვლილებები მხოლოდ სახელფასო გრაფაში შევიდა. ომაროვს 2021-2023 წლებში, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არ შეუძენია მოძრავი ან უძრავი ქონება.

მერის საკუთრებაშია 100 993 კვ.მ მიწის ნაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში, რომელიც მან 2016 წელს ჩუქებით მიიღო. ომაროვის საკუთრებაში ასევეა 2021 წელს გამგეობის ცნობის საფუძველზე მღეებული 2 677 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ საბირკენდში.

მარნეულის მერის მეუღლემ სამირა ბალაქიშიევამ 2019 წელს ქალაქ თბილისში მდებარე 80,7 კვ.მ ბინა 50 000 დოლარად შეიძინა. ბალაქიშიევა ასევე თანამესაკუთრეა მარნეულიში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 196 კვ.მ კომერციული ფართის. კენან ომაროვის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბალაქიშიევას აღნიშნული ფართი 2017 წელს აჩუქეს. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არაა.

კენან ომაროვის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან 2022 წელს ხელფასის სახით 53 064 ლარი აიღო, ხოლო 2023 წელს 58 370 ლარი. 2023 წელს გაიზარდა კენან ომაროვის მეუღლის ანაზღაურებაც - 2022 წელს სამირა ბალაქიშიევას ანაზღაურება, შპს ჯეო ჰოსპიტალსში უმცროს ექიმად მუშაობისას, 7 211 ლარი და 19 თეთრი იყო, ხოლო 2023 წელს, ამავე თანამდებობაზე, ბალაქიშიევამ ხელფასის სახით 15 703 ლარი და 92 თეთრეი მიიღო.

მარნეულის მერმა ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 30 მარტს განაახლა.

რადიო „მარნეული“

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər