მარნეულის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნახევარ ჰექტრამდე მიწას დაუხნავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახნავ-სათეს მიწებს დაუხნავს. გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 27 მარტს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღო.

მარნეულის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიწების მოხვნის პროექტს.

„მოგახსენებთ, რომ ყოველწლიურად ვახორციელებთ პროექტს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ვისაც აქვს 100 000 ქულამდე და მათ ვეხმარებით უსასყიდლოდ მიწის მოხვნაში, ვისაც აქვს ნახევარ ჰექტრამდე მიწა და გვინდა თქვენი მხარდაჭერა რომ ამ წელსაც განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი“. - მიმართა საკრებულოს წევრებს აგილ ამირჯანოვამ

საკრებულომ საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 27 მარტს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად სულ 8 საკითხი იყო გასული. დეპუტატებმა 8-ვე საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო "მარნეული"
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər