პირველ ქესალოში წყალმომარაგება 28 მარტიდან აღდგება - სოფწყალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ქესალოს მოსახლეობას სასმელი წყალი მეორე დღეა არ მიეწოდება. მოსახლეობამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სასმელი წყლის შეწყვეტის გამო მათ საყოფაცხოვრებო პრობლემები გაუჩნდათ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის სოფწყალის წარმომადგენელმა ალიკა მამუკაშვილმა განაცხადა, რომ სოფელში წყალმომარაგება დაზიანებული მილის გამო შეწყდა.

მამუკაშვილის განმარტებით, შესაბამისი ჯგუფი უკვე მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება ხვალ, 28 მარტს, დილიდან აღუდგება.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər