მერია ომში დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს 3 მარტს მიულოცავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთლიანობისათვის ომში დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს 3 მარტის მისალოცად თაიგულებსა და სასაჩუქრე კალათებს გადასცემს. მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით უკვე შეიძინა 8 სასაჩუქრე კალათა, სადაც ტკბილეული, ღვინო და ხილის წვენია. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კალათები პირდაპირი წესით შპს “მარნეულის მოლისგან” შეიძინა.

“მიზანშეწონილად მიმაჩნია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოს მთლიანობისათვის ომში დაღუპული გმირები და მათი სახელების უკვდავსაყოფად, მათი ოჯახების ქალბატონი წევრებისთვის შევისყიდოთ 8 ერთეული მოწნული სასაჩუქრე კალათა(შესაფუთი მასალით და ადგილზე შეფუთვის მომსახურებით), ტკბილეულის ნაკრები (სხვადასხვა ჩამონათვალი) 8 ერთეული, ნატურალური ხილის წვენები (1ლ შეფუთვით) 8 ერთეული , წითელი ღვინო (0,75 ლ. შეფუთვით) 8 ერთეული და ცოცხალი ყვავილების თაიგული 8 ერთეული. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს განახორციელოს შესყიდვებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები.” - წერია მერიის მოხსენებით ბარათში.

სასაჩუქრე კალათების შეძენა მარნეულის მერიას 280 ლარი დაუჯდა. თითო კალათა 35 ლარის ღირებულებისაა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ლარს დახარჯავს მუნიციპალიტეტი თაიგულების შესაძენად.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები