საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 83,2% 10 წელზე მეტი ასაკისაა
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 83,2% 10 წელზე მეტი ასაკისაა - ასეთია 2021 წლის მაჩვენებელი, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო 1 477 293 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. აქედან, მსუბუქი ავტომობილი იყო 1 254 851 ერთეული, 107 983 - სატვირთო, 54 684 იყო სამგზავრო (ავტობუსი ან მიკროავტობუსი) და 59 775 ერთეული კი სპეციალური დანიშნულების.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 1 229 200 იყო 10 წელზე მეტი ასაკის, ანუ 83,2%. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 5-დან 10 წლამდე ასაკის მანქანა არის 186,4 ათასზე მეტი, 33 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება 2-დან 5 წლამდე ასაკისაა, 22,1 ათასი კი 2 წლის ან ნაკლები ასაკის. ამასთამ საქსტატის ცნობით, 7 ატასი ავტომანქანის ასაკი უცნობია.

საქსტატის ცნობითვე, მსუბუქი ავტომობილების ყველაზე დიდი ნაწილი რეგისტრირებულია დედაქალაქში. კერძოდ, თბილისში სულ მოძრაობს 448,8 ათასი მანქანა, მეორე ადგილზეა იმერეთი - 175,2 ათასი მსუბუქი ავტომობილი, სამეულში შედის ქვემო ქართლი - 125,3 ათასი მსუბუქი ავტომობილით. ყველაზე მცირე რაოდენობით მსუბუქი ავტომანქანა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია რეგისტრირებული, სულ 8,5 ათასი ერთეული.

წყარო: BPN
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər