არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს.

როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავენ, სწორედ 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ აპირებს თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას.

„გვითხრეს, რომ მძარცველი 2 მილიონს ითხოვს. მძევლები ჰყავს აყვანილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით
არის შემოსაზღვრული, რომლის იქითაც არ გვიშვებენ",
- აღნიშნავს ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი.

ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər