უფლებადამცველები ბრაჭველი, მარიკაშვილი და რომანაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
2 ივნისს აქციაზე დაკავებული საბა ბრაჭველი, ედო მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე თელავის იზოლატორიდან გაათავისუფლეს, სადაც ისინი უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.

„გამოვედი თელავის იზოლატორიდან. ნიკა და ედოც მალე გამოვლენ, ჩემს მერე დააკავეს და რამდენიმე წუთის ამბავია.

უღრმესი მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელიც სრული საინფორმაციო ვაკუუმის მიუხედავად, ჩვენამდე აღწევდა, გულს გვითბობდა და გვაძლიერებდა. დარწმუნებული ვართ, რომ
ეს ძალისხმევა ღირდა იმად, რომ საქართველო არ იქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც ადამიანებს სუფთა ფურცლის გამო ციხეში უშვებენ.

48-საათიანი დაკავების ვადა ისე გავიდა, სასამართლოში არ გაგვიყვანეს. ეს გასაგებია – მათ არ უნდათ, რომ ჩვენ საჯარო ტრიბუნაზე ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არაუშავს, მე აქ დავწერ ჩემს სიტყვას, რომელიც სასამართლოზე უნდა მეთქვა და რაკი ხელისუფლება ყრუა, დაე თქვენ – საზოგადოება იყავით ჩვენი მოსამართლეც, მსაჯულიც და მართლმსაჯულებაც,“
– წერს საბა ბრაჭველი.

2 ივნისის აქციაზე სულ დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი და აქტივისტი, ნიკა რომანაძე.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər