2024-ის თებერვალში, წინა წელთან შედარებით მშპ 9.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.5%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.

2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • დამამუშავებელი მრეწველობა;
  • მშენებლობა;
  • პროფესიული;
  • სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია;
  • ტრანსპორტი;
  • დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

წყარო: პუბლიკა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər