TI: მოვუწოდებთ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების - პუბლიკას, ტაბულასა და აპრილის ჟურნალისტებს - ალექსნდრე ქევხიშვილს, გიორგი ბადრიძესა და გიორგი ბასხაჯაურს.

საერთაშოისო გამჭვირვალობა-საქართველო შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვენებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა, ასევე უზრუნველყოს მედიის წარმომადგნელბისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო"
- წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

აქციის გაშუქებისას სცემეს ტაბულას, პუბლიკასა და აპრილის ჟურნალისტები.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ჯერ 12:00 საათზე პარლამენტის უკან, შემდეგ კი 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყო. მოქალაქეები პლენარული სხდომის პარლალელურად კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაახლოებით 23:00 საათისთვის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აქციაზე დააკავეს 11 ადამიანი და ასევე, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი.

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər