პრეზიდენტი „პუტინის სტილის“ აქციად აფასებს „ოცნების“ კონტრაქციას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პუტინის ტიპის“ ქმედებას უწოდებს „ქართული ოცნების“ კონტრაქციას, სადაც საჯარო მოხელეები რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

პრეზიდენტი „ტვიტერზე“ აზიარებს თბილისისკენ მომავალ ავტობანზე საცობის ფოტოს და წერს:

„გუშინ „რუსული კანონის“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე იყო. დღეს „პუტინის სტილის“ აქციაა: მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკრავად საჯარო მოხელეები ავტობუსებით თბილისში ჩამოიყვანეს. ნამდვილი
საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო!“
— წერს ზურაბიშვილი.


29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ საკომიტეტოს მოსმენაზე მეორე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი. დღესვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər