სეზონური გრიპის აცრები მარნეულში ოქტომბრიდან შემოვა
მარნეულში, სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთებას, მოსახლეობა ოქტომბრიდან შეძლებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ, რადიო ,,მარნეულთან" თქვა, რომ აღნიშნულ ვაქცინას სექტემბრის ბოლოს მიიღებენ და ამბულატორიებში გადაანაწილებენ.

,,გრიპის ვაქცინა, რამდენ კომპონენტიანი იქნება, ზუსტად ინფორმაცია ამის შესახებ, მიღების შედეგ  გვეცოდინება. წინა წელს შედარებით გვიან ოქტომბრის ბოლოსკენ დაიწყო გრიპის აცრები. ამ აცრის გაკეთება ადამიანისთვის აუცილებელია".
- თქვა ლაფერაძემ

მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვითხრეს, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა სასურველია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər