მარნეულის ორი საბავშვო ბაღი რომელიც 15 სექტემბერს არ გაიხსნება
ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ოქტომბერში განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია, ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარამოვმა გვითხრა. მისივე განმარტებით 15 სექტემბერს  სწავლას ვერ დაიწყებს სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღიც, სადაც სარემონტო სამუშაოები შეწყვეტილია.

,, N1 ბაღში ე.წ (თუთის ბაღი) ინვენტარის შესაძენად ტენდერი უკვე შედგა და მალე სამუშაო პროცესი დაიწყება.სწავლას განვაახლებთ ოქტომბერში, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით.  რაც შეეხება ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის გახსნას, იქ სარემონტო სამუშაოები შეწყდა  და  უცნობია როდის განახლდება სწავლა. #1 ბაღში სულ 210 ბავშვის მიღება შეგვიძლია, ასევე 210 ბავშვზეა გათვლილი სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღიც".- თქვა ქარამოვმა

N1 საბავშვო ბაღის ავეჯის შესყიდვისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებას 109 717 ლარის ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. გაერთიანებამ პირველ სექტემბერს დამატებით კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა. 48 750 ლარის გადახდას გაერთიანება მარნეულის N1 და სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღებისთვის ქსოვილის ნივთების შესყიდვაში გეგმავს, ხოლო მარნეულის N1 და სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებისთვის სამზარეულოს ინვენტარის შესყიდვისთვის ბაგა-ბაღების გაერთიანება 39 970 ლარის გადახდას აპირებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშვო ბაღია, საიდანაც 2022-2023 სასწავლო წელს სააღმზრდელო პროცესს მხოლოდ 11 მათგანი განაახლებს.



რადიო ,,მარნეული" 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər